KAFKASSAM – Kafkasya Stratejik Araştırmalar Merkezi

  1. Anasayfa
  2. »
  3. Gürcistan
  4. »
  5. ალი ბაბაევი გარდაბნის არჩევნებზე: საქართველოში შიში და ტერორი აღარ არის, ყველა მოქალაქე სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას

ალი ბაბაევი გარდაბნის არჩევნებზე: საქართველოში შიში და ტერორი აღარ არის, ყველა მოქალაქე სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას

Hasan Oktay Hasan Oktay - - 2 dk okuma süresi
799 0

ალი ბაბაევი გარდაბნის არჩევნებზე: საქართველოში შიში და ტერორი აღარ არის, ყველა მოქალაქე სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გარდაბანში წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ საუბრობს. როგორც ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს მოსახლეობის დაშინება არ ხდება და ამომრჩევლებს უფლება აქვთ, მხარი დაუჭირონ მათთვის სასურველ კანდიდატს.
მისი თქმით, მოსახლეობა დღეს ტერორისგან თავისუფალია. ალი ბაბაევმა კომენტარი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ არჩევნების ბოიკოტის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, ესენი არიან პარტიები, რომელთაც 1% მხარდაჭერაც კი არ გააჩნიათ.
„გარდაბანში კენჭს, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყრიან. წინასაარჩევნო პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობს, არავითარ ზეწოლას კანდიდატების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ის არჩევნებს წააგებს, ამიტომ დიდად არ ურთიერთობენ ხალხთან. ყველა ის პროექტი, რომელსაც ისინი თავიანთი მმართველობისას ახორციელებდნენ, ჩავარდნილი იყო, დღეს კი გარდაბნის რაიონში ბევრი რამ კეთდება. მე ვიცნობ სახელისუფლებო კანდიდატს ჯამარაულს. ის დაბადებული და გაზრდილია გარდაბანში, ის ცნობილი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. გარდაბნელები მას კარგად იცნობენ და მის მიმართ აზერბაიჯანულ მოსახლეობას დიდი სიმპათიები გააჩნია. წინა ხელისუფლების დროს არჩევნებში მთელი სახელისუფლებო ძალა იყო ხოლმე ჩართული, დღეს ეს აღარ ხდება. შიში და ტერორი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა, დღეს აღარ არის, დღეს საქართველოში ყველა მოქალაქეს, მათ შორის აზერბაიჯანლებსაც, აქვთ უფლება, მივიდნენ არჩევნებზე და თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.
რაც შეეხება ბოიკოტს, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ის პარტიები, რომელთაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, 1%-იანებიც არ არიან, ამიტომ პროვოკაციული განცხადებების კეთებას, ურჩევნიათ საკუთარი რეიტინგის ამაღლებაზე იმუშაონ“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

İlgili Yazılar

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir