KAFKASSAM – Kafkasya Stratejik Araştırmalar Merkezi

  1. Anasayfa
  2. »
  3. Gürcistan
  4. »
  5. ალი ბაბაევი : მივმართავ, ჩემს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს,ხმა მიეცით ხვალინდელ საქართველოს

ალი ბაბაევი : მივმართავ, ჩემს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს,ხმა მიეცით ხვალინდელ საქართველოს

Hasan Oktay Hasan Oktay - - 2 dk okuma süresi
445 0

რუსა გვაზავა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბევი განცხადება-მიმართვას ავრცელებს, მედია პორტალი „ ჯეო დაიჯესტი „ ,მას უცვლელად გთავაზობთ :

„ჩემო თანამოქალქენნო , ძვირფასო ამომრჩეველნო, მოგმართავთ თხოვნით , ყველანი აქტიურად ჩაერთოთ არჩევნებში.

ვისთვისაც ძვირფასია საქართველო , თავის სამშობლო, ვისაც სურს ქვეყანაში სტაბილურობა, საქართველოს გამთლიანება , საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში . გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და მეტი ყურადღება იმ ძალების მიმართ, რომლებიც თავიანთი სავარძლების გულისთვის , ყველანაირ მეთოდებს იყენებენ, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ .

ჩვენ გავიარეთ ის 9 -წელი როცა ატერორებდნენ ბიზნესს, გვართმევდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს , გლეხს ართმევდნენ მიწებს, უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში აუპატიურებდნენ.

განათლებული და პერსპექტიული ადამიანები ტოვებდნენ ქვეყანას. მიდიოდნენ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში და იქ მონურ ცხოვრებას ეწეოდნენ.

2012 -წლის 1 -ოქტომბერმა ქართველ ხალხს მოუტანა თავისუფლება და მომავლის იმედი.

4 -წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთთდა , თუმცა ბევრი კიდევ გასაკეთებელია. ის რეფორმები, რომელიც გატარდა და ტარდება ჩვენი მომავალი თაობისთვის მომავლაშიც კვლავ გაგრძელდება.

კიდევე ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ყველამ ერთად ხმა ამოვიღოთ ძალადობის და უკანონობის წინააღმდეგ. რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ -დემოკრატიულ და გამჭირვალე გარემოში.

ასევე მივმართავ თხოვნით, ჩემს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ყველამ დაიცავით თქვენი ხმა . მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ხვალინდელ საქართველოს, სადაც თქვენი უფლებები იქნება დაცული და თქვენ იქნებით ინტეგრირებული საქართველოს მოქალაქეები, პროფესიონალები, ქართულ ენოვანი ადამიანები, რომლებიც თავის ადგილს დაიჭერენ ,როგორც საკანონმდებლო ორგანოში ისე სახელმწიფო სტრუქტურებში .

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ საქართველოს მომავალს.

პატივისცემით

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე

İlgili Yazılar

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir